ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მესტიაში

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას ბაშვებისთვის. ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის საგამოფენო სივრცეში მოეწყო სახელოვნებო სკოლის, სამხატვრო და ხელგარჯილობის ჯგუფების ნამუშევრების გამოფენა. გამოფენასთან ერთად მოსწავლეებმა ჩაატარეს მასტერკლასები ბავშვებისთვის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, სადაც...

მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებას და საქალაქთაშორისო მგზავრობის რეგულირებას გეგმავს

ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის თაობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, უახლოეს ხანებში პარლამენტს გადაეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რეფორმის ფარგლებში ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს...

გურძემში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის, გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 2 331 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილ-ხიდების, რკინა-ბეტონის არხის და ბეტონის სათავისების მოწყობა. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 889...

ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში

ადგილობრივი მედიის გადარჩენისა და ჟურნალისტთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის “ჩვენი მედიასახლი” ინიციატივით, ტარდება ორდღიანი ტრენინგი თემაზე “სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში”. ტრენინგი შექმნილია კემბრიჯის უნივერსიტეტის ვიზუალური სთორითელინგის კურსის საფუძველზე. ტრენინგს წარუძღვება ნანო ქობალია,-კემბრიჯის უნივერსიტეტის აღნიშნული კურსის სერტიფიცირებული მონაწილე და ტრენერი ლონდონიდან. პირველი დღე: სთორითელინგი: •რა არის სთორითელინგი. •ეფექტური სთორითელინგის...

სოფელ არცხელის გზის და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში სოფელ არცხელის გზის და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მიმდინრეობს ხიდის რკინა ბეტონის ბურჯების მოწყობის სამუშაოები. გზის მოწყობის სახელშეკრულებო ღირებულება 948 460 (ცხრაას ორმოცდარვა ათას ოთხას სამოცი ) ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი შეადგენს 700 მ-ს. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა მესტიაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. ღონისძიების ადგილი: სეტის მოედანი, პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი. 14:00-20:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა • 14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: სხვადასხვა მასტერკლასი, სახის მოხატვა; • 14:00-18:00 - თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის...

დღეს “აფხაზეთობაა”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას „აფხაზეთობას“ ულოცავს. “სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავთ „აფხაზეთობას“, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები...

ლახუშდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლახუშდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 3912981 (სამი მილიონ ცხრაას თორმეტიათას ცხრაას ოთხმოცდაერთი) ლარს შეადგენს. უწყების ცნობით, რეაბილიტაცია იწყება ცენტრალური გზიდან და მთავრდება სოფელ ლახუშდის ცენტრში. საპროექტო გზის მონაკვეთი შეადგენს 1980 გრძ.მ-ს. "არსებული საავტომობილო გზა გრუნტისაა და დაზიანებულია....

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. “პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...