მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქართული კინოს დღეს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი წარადგენს ქართული კინოს მარათონს. უწყების ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტიც უერთება ქართული კინოს დღეს და შერჩეული ფილმებიდან მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი Center of Art & Culture of Mestia-ის გარე სივრცეში ნაჩვენები იქნება ქართული ფილმი "დიდი მწვანე ველი“, რეჟისორი - მერაბ...
მესტიაში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “სამეგრელო-ზემო...
26 მაისის ღონისძიებების პროგრამა მესტიაში
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, მესტიაში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და ღონისძიება. ღონისძიების ადგილი: სეტის მოედანი, პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი. • 14:00-20:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა • 14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: სხვადასხვა მასტერკლასი, სახის მოხატვა; • 14:00-18:00 - თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;...
მესტიის მუნიციპალიტეტი უერთდება ქართული კინოს დღეს
ქართული კინოს დღეს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი წარადგენს ქართული კინოს მარათონს. კინოჩვენებები მოეწყობა მთელი დღის მანძილზე, როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს რეგიონებში. ქართული კინოს 115 წლიანი მრავალფეროვანი ისტორიიდან მარათონის პროგრამა მაყურებელმა ღია გამოკითხვის მეშვეობით შეარჩია. მესტიის მუნიციპალიტეტიც უერთდება ქართული კინოს დღეს და შერჩეული ფილმებიდან მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი Center of...
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეიწირა.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად ფულად საჩუქარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...
ბაგა-ბაღების პერსონალს ჯილდოები გადაეცათ
მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღების პერსონალის წახალისების მიზნით ღონისძიება გაიმართა. ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის გაერთიანების თანამშრომლებს საგანგებო ჯილდოები გადაეცათ. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაგა-ბაღების აღმზრდელებს, ღირსეულად გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება მიულოცა მერის მრჩეველმა სოციალურ და კულტურულ საკითხებში ლევან კიკვიძემ. ღონისძიებას ლეო ფილფანის სახელობის კინოსა და თეატრისცენტრმა...
ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს
მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მაიზერ ჯაფარიძემ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს ანგარიშვალდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში, გააუმჯობესოს ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდება ადგილობრივ დონეზე და მხარი დაუჭიროს...
რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ “საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, რომლის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ამჯერად, ტრენინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჩატარდა. სამეგრელო-ზემო...
მესტიის მუნიციპალიტეტისა და ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მერებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
მესტიის მუნიციპალიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის, ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მერებმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა და ერჯუმენთ შაჰინ ჩერვათოღლუმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის მიხედვით ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტი ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის და სოციალურ სფეროებში ითანამშრომლებენ. დაძმობილებული მუნიციპალიტეტების მხრიდან მოხდება გამოცდილების გაზიარება და დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები. დამეგობრების ცერემონიალი მესტიის ლეო ფილფანის...