საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადდა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკო-ს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. „ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების...
22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18...
მესტიაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
მესტიის მუნიციპალიტეტში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა.
თინათინ რუხაძემ დაიკავა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა. კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. “მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განმარტებით,...
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. “იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის...
22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს....
დაბა მესტიაში დასრულდა 4 ლოკაციაზე გზის სამშენებლო სამუშაოები
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში დასრულდა 4 ლოკაციაზე გზის სამშენებლო სამუშაოები. უწყების ცნობით, გზის შეკეთების სამუშაოების ხელშეკრულების ღირებულებაა 1 760 640 (მილიონ შვიდას სამოციათას ექვსასორმოცი) ლარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შემდეგ ქუჩებს: სენაკის ქუჩა, სეტის I ჩიხი, იოსელიანის აღმართი და საპატრიარქოს აღმართი. პროექტის ფარგლებში მოხდა არსებული დაზიანებული ბეტონის საფარის დემონტაჟი, მოეწყო...
“მაღალმთან დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ განაცხადების მიღება მიმდინარეობს
"მაღალმთან დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ სოფლის განვითარების სააგენტოში განაცხადების მიღება მიმდინარეობს. "თუ გსურთ მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება. პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება."-აღნიშნულია ინფორმაციაში....
17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნული...
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.