ბაზისბანკის, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლის მიერ განხორციელებული ინვესტიციით და სასტუმრო ინდუსტრიის განვითრების პროგრამა "უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, მესტიაში კიდევ ერთი ახალი, 16 ნომრიანი სასტუმრო - სანსეტ ტერასა აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 1.7 მილიონი ლარია, ხოლო ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარამდე შეადგინა. სასტუმრო, კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას,...
გაიმართა რობიზონ ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკური ტურნირი
მესტიის ლერი ნაკანის სპორტულმა ცენტრმა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რობიზონ ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრი გაიმართა 2008 - 2009 და 2010 - 2012 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის შორის ჭიდაობა - ძიუდოში. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ქობულეთის, ოზურგეთის, აბაშის, ხობის, სამაჩაბლოს, მარნეულის, სენაკისა და...
უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მესტიაში ორი პირი დააკავეს, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1978 წელს დაბადებული ა.თ. დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, 2 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა...
კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპაეტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.
მესტიაში მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტმა 16-17 ოქტომბერს მესტიაში მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, მესტიაში ფერმერთა აგრარული...
შოთა მესხიას უნივერსიტეტში ცხადდება მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიმართავს იმ აპლიკანტებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ჩაირიცხნენ ან ვერ მოასწრეს პირველადი მიღებისთვის რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მათ საშუალება ეძლევათ 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიარონ მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე. დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა შევიდნენ vet.emis.ge-ზე. პროგრამების და...
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად. ამ დროისთვის გრძელდება გაწმენდითი სამუშაოების წარმოება ავტოტრანსპორტის გადაადგილების ორმხრივად აღდგენის მიზნით.
16-17 ოქტომბერს მესტიაში აღინიშნება მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე
16-17 ოქტომბერს, მესტიაში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტი ერთობლივად აღნიშნავენ მსოფლიო სურსათის დღეს და სოფლად მცხოვრები ქალების დღეს. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებლებისა და მყიდველებისთვის ფერმერები აგრობაზარზე წარმოადგენენ სხვადასხვა ადგილობრივ...
კალა უშგულის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.