13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში 12 ოქტომბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13-15 ოქტომბერს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ოქტომბრის დღის...

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით მიმართავს. “არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული...

მესტიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში სალოტბარო სკოლები გაიხსნა

ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან მესტიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში - ჭუბერში, ლატალში, ეცერში, ფარში და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ თემში ჩოლურსა და ლაშხეთში - სალოტბარო სკოლები გაიხსნა. "ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 33 სალოტბარო სკოლის ათწლიანმა წარმატებულმა საქმიანობამ ცხადყო ამ წამოწყების უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და...

8-10 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 9-ში კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,...

უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,...

განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. წულაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ალექსანდრე წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაციისთვის: გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.

1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების...

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშრებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო დროშები.

23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მესტიაში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია გადავლახოთ...