შეზღუდვები, რომელიც 1 მარტიდან იხსნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%. 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული. ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს...

ბაკურიანში სათხილამურო შეჯიბრზე სვანეთის სათხილამურო გუნდმა 7 საპრიზო ადგილი მოიპოვა

15 და 16 თებერვალს, ბაკურიანში, დიდველის მთაზე, ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ორგანიზებით, საფუძველი ჩაეყარა ახალ სათხილამურო შეჯიბრს - ბაკურიანის ბავშვთა თასს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრზე ორ სათხილამურო დისციპლინაში, სლალომსა და გიგანტურ სლალომში, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ U12, U14 და U16 ათლეტები შემდეგი გუნდებიდან: თბილისი, სვანეთი, ბაკურიანი და აჭარა. ბაკურიანის ბავშვთა თასზე...

საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა კოლეგებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხსენებლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის აღმართვა სავალდებულოა ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე. თუმცა, კანონში არ არის მითითებული აღნიშნული ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდისა და...

პირებს, რომელთა იზოლაციის ვადა 7-8 დღე იყო, სამსახურში საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად ტესტის დადებითი პასუხის წარდგენა შეუძლიათ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულებს, რომელთა იზოლაციის ვადა მხოლოდ 7-8 დღე იყო, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად სწრაფი ან „პისიარ“ ტესტის დადებითი პასუხის წარდგენა შეუძლიათ. „COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად...

საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ქვეყანაში ბოლო 24 საათში 21 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 425 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 163, „პისიარ“-ტესტით – 20 262. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,84%, ბოლო 14 დღის – 31,66%, ბოლო 7 დღის – 32,85%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 454 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან...

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა

კორონავირუსით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცა: სამედიცინო დაწესებულებები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი...

საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, „პისიარ“-ტესტით – 19 635. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის...

მესტიაში გაიმართა ლუხმედით სრიალის სახალისო და ექსტრემალური შეჯიბრება

𝗥𝗲𝗱 𝗕𝘂𝗹𝗹 𝗟𝘂𝗸𝘃𝗿𝗮𝗺𝗲 – ლუხმედით სრიალის სახალისო და ექსტრემალური შეჯიბრება, წელს პირველად, მესტიაში, ჩატარდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება Red Bull-ის ორგანიზებითა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის (MRDC) მხარდაჭერით განხორციელდა. 𝗥𝗲𝗱 𝗕𝘂𝗹𝗹 𝗟𝘂𝗸𝘃𝗿𝗮𝗺𝗲, MRDC-ის დირექტორმა, ირაკლი ჭირაქაძემ გახსნა. საშეჯიბრო ტრასაზე პირველი სწორედ ის დაეშვა ლუხმედით. ლუხმედით სრიალი სვანეთსა და საქართველოს...

ხაიში-უშგულის გზაზე შეზღუდვებია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის...