„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
ჯვარი-უშგულის და მესტია-უშგულის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30...
პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცველებმა...
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის დირექტორად ზვიად კვიციანი წარადგინეს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებს და მოწვეულ სტუმრებს მუზეუმის ახლადდანიშნული დირექტორი ზვიად კვიციანი პირადად წარუდგინა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად კვიციანი სვანეთის მუზეუმის დირექტორად 2021 წლის 30 დეკემბერს, კულტურის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა....
50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით აიცრებიან, 100 ლარს მიიღებენ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ. “გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, მათაც წახალისებას გავუკეთებთ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით“,...
კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 550 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 082 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 608, „პისიარ“ ტესტით – 14 474. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 22,65%, ბოლო 14...
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე დაწესებული რეჟიმი შეიცვალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის...
კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 173 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 386 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 725, „პისიარ“ ტესტით – 20 661. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,55 %, ბოლო 14...
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით სერტიფიცირება წარმატებით გაიარა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ადგილობრივი აეროპორტებიდან მესტიის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისობაში მოიყვანა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას 5 ეტაპად ახორციელებს. ყველა ეტაპი, მესტიის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია - საქართველოს აეროპორტების...