ზუგდიდი-მესტის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ-ის მონაკვეთზე (კალა-უშგული) ჩამოიშალა გზის მარცხენა ზედა ფერდი. ქვისცვენა ამჟამადაც გრძელდება და მოძრაობა ჩაკეტილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. სტიქიური მოვლენების დასტაბილურებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები.

საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 266 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 613 012 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 585 071 გამოჯანმრთელდა, 8 946 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 785 862 აცრა, დღიურად აცრილია  10 347.

სვანეთი საერთაშორისო ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს

სვანეთი საერთაშორისო ფილმების ფესტივალს პირველად უმასპინძლებს, რომელიც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. ფესტივალი 3-7 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. "სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი უმასპინძლებს სამოცამდე კინოხელოვანს, წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს. კინოფესტივალი გაიხსნება 3 ოქტომბერს, ხოლო 7 ოქტომბერს იქნება დახურვის ცერემონია სასტუმრო “გისტოლაში”. ფესტივალის პირველ წელს...

საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge “ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს...

საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 914 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 363, ქვემო ქართლი – 147, შიდა ქართლი – 90, გურია – 56, სამეგრელო – ზემო სვანეთი...

მინისტრი-სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, მოსწავლეებისთვის კი პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. სკოლაში ზედმიწევნით დაცული იქნება ყველა რეკომენდაცია და სამედიცინო პროტოკოლი, რათა იქ იყოს და არის სრულად ჯანსაღი გარემო“,-განაცხადა განათლების მინისტრმა.

4 ოქტომბრიდან ბაღებში, სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლა განახლდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი აღდგება. ასევე მუშაობას განაახლებენ ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 010 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 584 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 392, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215,...

საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 277 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 302, „პისიარ“-ტესტით – 5 975. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,99%, ბოლო 14 დღის – 6,48%, ბოლო 7 დღის – 6,01%. კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 569 ადამიანი გადის, კლინიკურ...

საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 956 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 419 შემთხვევა, აჭარა – 73, იმერეთი – 172, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 47, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 156,...