ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22

პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს ჩვენ საზოგადოებისთვის გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი. პირველი მესიჯი არის ის, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, ეს რეგულაცია ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის...

პატრიარქის კურთხევა ეკლესია-მონასტრებს

პატრიარქ ილია მეორის ბრძანებით, 14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის მიზეზით, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ ტაძრებში დისტანციის დაცვა, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე. ამასთან, სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ.

14 აგვისტოდან, საქართველოში, სამკვირიანი პანდემიაშეზღუდვები წესდება

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების...

აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს, მესტიაში დაისვენებენ

აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, პირველ მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან ერთად უმასპინძლა. ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა მებონიამ მათემატიკაში უმაღლესი 51 ქულა დააგროვა, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამარ აბშილავამ და ჯვარის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დავით ჭანტურიამ კი, უცხო ენაში მაქსიმალური მონაცემი 80 ქულა აიღეს. სახელმწიფო რწმუნებულმა...

აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება, ასევე აკრძალულია ქორწილი, ქელეხი, იუბილე…

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. “აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა...

2022 წლისთვის, საჯარო მოხელეებს ხელფასები გაუორმაგდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. “…2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ გავზრდით მერების ხელფასებს და პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი,...

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართულმა ოცნებამ” მესტიის მერობის კანდიდატად კაპიტონ ჟორჟოლიანი წარადგინა

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. მესტიის მერობის კანდიდატად პარტიამ კაპიტონ ჟორჟოლიანი დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.