საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოები გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი. ინფორმაციისთვის: მწვერვალ შხელდაზე ერთ-ერთი მთამსვლელი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სამი მთამსვლელი კი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024...
“მსაჯულთა ინსტიტუტი და სვანური ტრადიციული სამართალი”
სვანეთში, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე "მსაჯულთა ინსტიტუტი და სვანური ტრადიციული სამართალი“. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. ღონისძიების ბოლოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით...
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
აგვისტოს ხუთ დღიანი ომიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
მესტიის სათავგადასავლო პარკის მედიათეკაში ჩატარდა Tech Builders მესტია
ზუგდიდის ტექნოპარკის და მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის თანამშრომლობით მესტიის სათავგადასავლო პარკის მედიათეკაში ჩატარდა Tech Builders მესტია. მონაწილეები გაეცნენ: ლეგო რობოტიკის პროგრამირების საფუძვლებს, არდუინოს მიკროკონტროლერებს და გამოყენების პრინციპებს, VR სათვალეების გამოყენების სფეროებს, 3D მოდელირების და 3D სკანირების პრინციპებს. პროექტში მონაწილეობა მიიღო 17-მა ახალგზარდამ მესტიის მუნიციპალიტეტიდან.
აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. უწყების ცნობით, განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის...
მესტიაში ოთხ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა
მესტიის მუნიციპალიტეტში ოთხ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულია სტაჟირება შემდეგ პოზიციებზე: ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის პროექტების მართვის განყოფილების სტაჟიორი. ადგილების რაოდენობა: 2. ფუნქციები: პროექტების შემუშავებაში დახმარება; პროექტების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება. სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სტაჟიორი....
მესტიის მუნიციპალიტეტში კოშკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მესტიის მუნიციპალიტეტში კოშკების/მაჩუბების რეაბილიტაციას განაგრძობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლენჯერის თემის სოფელ ქაშვეთში მდებარე მიხეილ ფილფანის კოშკის გადახურვის და ბაბუ ფილფანის/სალარებ წიფიანის კოშკის სართულშუა გადახურვის, ასევე, მულახის თემის სოფელ მურშკელში მდებარე სოგრატ ქურდიანის კოშკის გადახურვის რეაბილიტაცია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემუშავებულია...
ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს – ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. “კვლევის შედეგად, პესტიციდების...