საბავშვო ბაღები ორშაბათიდან გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ. 

საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს

საქართველოს პარლამენტმა, ახალი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი და მთავრობა დაამტკიცა.

27 კორონაინფიცირებული სამეგრელო-ზემო სვანეთში

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 11, შიდა ქართლი – 41, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

19.02.21: სამეგრელო – ზემო სვანეთში კოვიდის 27 შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ვიტორიო სელა და სვანეთი

იტალიელმა მოგზაურმა, მეცნიერმა და ფოტოგრაფმა ვიტორიო სელამ არაერთი ფოტო მიუძღვნა სვანეთს. ის იყო ერთ-ერთი პირველთაგანი უცხოელებს შორის, რომელმაც აღბეჭდა ფირზე ხალხური რელიგიური დღესასწაულები, სვანეთის ლანდშაფტები, ზვიადი მთები, კულტურული და რელიგიური ძეგლები და დღესასწაულები, ერთი სიტყვით, სვანეთის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალი. ფოტოხელოვანი სვანეთში ფირზე არა მარტო მთებს და კოშკებს, არამედ ადგილობრივ...

ჩაჟაში – თამარის საზაფხულო და საზამთრო რეზიდენცია

უშგულის თემი ხუთი სოფლისგან შედგება. ესენია: ჟიბიანი, ჩვიბიანი, ლამჯურიში, ჩაჟაში და მურყმელი. უშგულში სულ 40-მდე სვანური კოშკი, 8 ტაძარი, 87 მაჩუბი და 2 მუზეუმია.უშგული შხარას ძირში ენგურისა და ქვიშარის შესართავთან, 2200 მეტრზე მდებარეობს. სწორედ აქედან იღებს სათავეს მდინარე ენგური, რომელიც შემდგომში  სვანეთის მთელ ტერიტორიას გადის… თამარის საზაფხულო რეზიდენცია სოფელი ჩაჟაში სვანურად...

ლამარია

სვანები ღვთისმშობელს ლამარიას უწოდებენ. უშგულში, სოფელ ჟიბიანში, ეკლესიაც აუშენებიათ მის სახელზე. ეკლესია ირგვლივ ზღუდე შემოვლებულია და გამაგრებულია კოშკით. ამ ზღუდეს ორი შესასვლელი კარი აქვს, ერთი მათგანი რკინით არის შეჭედილი. ეზოში ბოძზე კიდია ორი ზარი. თვითონ ეკლესია ქვისგანაა აშენებული. საკურთხეველი გარეთ გამოდის სამწახნაგოვანად. როგორც წყარო იუწყება: "ლამარიას ეკლესია მოხატული იყო. ეკლესიაში...

ბესარიონ ნიჟარაძე-“თავისუფალი სვანი”

ბესარიონ ნიჟარაძე 1852 მესტიის რაიონში, სოფელ უშგულში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1874 წელს. ინტერნეთწყაროების ცნობით, ბესარიონ ნიჟარაძემ პირველი წერილი გამოაქვეყნა 1873 წელს. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში (“შრომა”, “დროება”, “ივერია” და სხვ.). წერილებსა და ნარკვევებში ეხებოდა სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიისა და ენის საკითხებს. 1892 წელს მღვდლად ეკურთხა. მისი თხზულებები თავმოყრილია წიგნში “ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები”, რომელიც თარგმნილია...

უამინდობის გამო შეზღუდვებია ზუგდიდი-მესტიის გზაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ198 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, ამავე გზის, კმ70-კმ171 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი...

პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია.