ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება. “შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ...
მერია ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობას მიმართავს
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობას მიმართავს. "მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში, უკონტროლო კრიპტო მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ კრიტიკულად არის გაზრდილი და არსებობს ტრანსპორმატორის გადაწვის საფრთხე. რადგან მოწოდებამ, ე.წ ბიტკოინის აპარატების გამორთვის შესახებ შესაბამისი შედეგი ვერ გამოიღო, მოსახლეობას ვთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც ფლობენ...
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა გრძელდება
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას. „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა 2024-2025...
უშგული-ლასდილის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე აღდგენილია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად...
ხვალიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითდად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება. ‘თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და...
ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294. არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ესენი არიან: ქართული ოცნება;...
თოვის გამო, სვანეთის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 15 მოსწავლე დაჯილდოვდა. ინფორმაციისთვის: პროგრამას "ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს.
16 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...
15-18 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...