ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. “გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; თან...
1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
სოფიო ქუხილავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისურ ენის მასწავლებელი სოფიო ქუხილავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია. ათეულის ვინაობა დღეს, 28 ივნისს გახდა ცნობილი. გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება.
“თეატრალური ფესტივალი – 2024“ გაიმართა
20-23 ივნისს, რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით, "თეატრალური ფესტივალი -2024“ გაიმართა. ფესტივალს ლანჩხუთის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო რეგიონული განვითარების ფონდის ეცერის თეატრალურმა დასმა, რომელმაც კომედიური ჟანრის ზღაპარი „ბრემენელი მუსიკოსები“ წარმოადგინა ფესტივალზე მონაწილეობდნენ ასევე ხონის, ახალციხის, ქედის, ახმეტის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების თეატრალური...
ცესკო საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. „ამომრჩეველთა ინფორმირების...
სოლომონ პავლიაშვილს საპატიო გარეჯელის წოდება მიენიჭა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილეს სოლომონ პავლიაშვილს საპატიო გარეჯელის წოდება მიენიჭა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოლომონ პავლიაშვილი მესტიის საპატიო მოქალაქეცაა, მან ეს წოდება, კოვიდ პანდემიის დროს, მესტიის მუნიციპალიტეტის და მისი მოსახლეობის მიმართ გამოხატული განსაკუთრებული ყურადღების და გაწეული შრომის გამო დაიმსახურა.
გამოცდები 2024-ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის...
მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრის სპექტაკლმა “უშბა და და თეთნულდი“ მეორე ადგილი მოიპოვა
4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით, სიღნაღის მუნიციპალიტეტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ "სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ მასპინძლობდა, სადაც მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრის სპექტაკლმა "უშბა და და თეთნულდი“ მეორე ადგილი მოიპოვა. ფესტივალი მეორე წელია ტარდება. წელს, გაიზადრა ფესტივალის მასშტაბი და საერთაშორისო სტატუსი მიიღო. ფესტივალში მონაწილეობას იღებდა სახალხო...
რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა
რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის, ხარისხიანი სერვისების შექმნისა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად. საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ: არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას; ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო...
“ბრემენელი მუსიკოსები”
20 ივნისს, 15:00 საათზე, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, გაიმართება ეცერის საჯარო სკოლის რეგიონული განივთარების ფონდის თეატრალური დასის სპექტაკლზე "ბრემენელი მუსიკოსები". ბილეთის ფასი 5 ლარი.