ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორულ ცენტრში გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით “ო, ენავ ჩემო”

დედაენის დღესთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულ ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორულ ცენტრში, ა.ა.ი.პ "მესტიის ბიბლიოთეკის" ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით "ო, ენავ ჩემო". მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: ლენჯერის # 1 საჯარო სკოლა; ლენჯერის # 2 საჯარო სკოლა; წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზია;...

ზუგდიდი-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ185 (ზუგდიდი-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ185-კმ193 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი...

145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ჩხორიასთან, ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების და სახანძროს მანქანები.

მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და დიზაინი შეცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და დიზაინი შეცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება. “ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ...

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...

მესტია-კალას გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მოიხსნა მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე თოვლის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების...

მესტიაში საქართველო-საბერძნეთის მატჩის ტრანსლაცია გაიმართება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. დღევანდელი მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე გაიმართება. "კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მატჩის პირდაპირი...

ხვალიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...