სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. “მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო...

მთავრობა: ონკოპაციენტებს ოპერაციები დაუფინანსდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც,...

დავით მუშკუდიანის წარმატება

მესტიის მუნიციპალიტეტის კრივის სკოლის წარმომადგენელმა დავით მუშკუდიანმა, ქალაქ ფოთში გამართულ, ზურაბ სარსანიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ტურნირზე მიღწეული წარმატებით დათო მუშკუდიანმა ჭაბუკ მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვა, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება.

მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი რეანიმობილი გადაეცა

მესტიის მუნიციპალიტეტს, ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით, ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი და როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის, ისე მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად...

მესტიის ახალგაზრდული თვითმმართველობა ინფორმაციას ავრცელებს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის ორგანიზებით შევისყიდეთ საშემოდგომო სათესლე ხორბალი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მესტიის მუნიციპალიტეტში მეხორბლეობის კულტურის განვითარებას. უკვე ჩამოტანილია ხორბლის ორი ჯიში: „ლომთაგორა 126“ და „წითელი დოლი“. ხორბალი მოქალაქეებზე გაიცემა შესაბამისი ტერიტორიის დამუშავების (მოხვნის) დადასტურებისთანავე მიღება-ჩაბარების წესით. მნიშვნელოვანია, რომ საშემოდგომო...

“მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 პირი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 პირი ამხილა,- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და ოპერატორი მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ბრალდებულები მათ სიცოცხლის მოსპობითა და...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 – დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა...

დღეიდან, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს...

რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები...

სოლომონ პავლიაშვილი ოქროს მედლით დააჯილდოვეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, Მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე სოლომონ პავლიაშვილი, Საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ოქროს მედლით დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ ბატონმა სოლომონმა საპატიო მოქალაქის ჯილდო, კოვიდ პანდემიის დროს, მესტიის მუნიციპალიტეტის და მისი მოსახლეობის მიმართ გამოხატული განსაკუთრებული ყურადღების და გაწეული შრომის გამო დაიმსახურა. ინფორმაციას მესტიის...