დაბა მესტიაში, აეროპორტის მიმდებარედ, პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე პარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 6000 კვ.მ.-დე ტერიტორიაზე, ფრაგმენტულად მოეწყო სარეკრეაციო სივრცეები, სპორტული და საბავშვო გასართობი ატრაქციონები, სხვადასხვა ტიპის ფანჩატურები/მოსასვენებელი სივრცეები, მყარი ხის მასალის მდინარის დამაკავშირებელი ხიდები. აღნიშნული სარეკრეაციო სივრცეები დაკავშირეული იქნება ბილიკებით, სადაც ასევე მოეწყობა სხვადასხვა დამატებითი...
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ,...
პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. “აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი...
მესტია “თბილისობა 2023-ში” მონაწილეობდა
საქართველოს დედაქალაქმა, გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმში სახალხო დღესასწაულს “თბილისობა 2023-ს” უმასპინძლა. დღესასწაულის ერთ-ერთი მასპინძელი მესტიის მუნიციპალიტეტი გახლდათ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სვანური ფეტვიანი ხაჭაპურის, სვანური კუბდარის, თაშმ’ჯაბის და სვანური რახის გამოხდის მასტერკლასებში. ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი იყო სვანური კუთხე, რომელიც დღესასწაულის სტუმრებს სთავაზობდა სვანურ ქუდებს, სვანურ ტრადიციულ მარილს,...
თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება
საქართველოს ისტორიაში პირველად, 2024 წელს, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. "საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომელთაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ფრირაიდის...
ირაკლი ღარიბაშვილი: მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის...
“თბილისობა 2023”-ის ერთ-ერთი მასპინძელი მესტიის მუნიციპალიტეტი იქნება
30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სახალხო დღესასწაული "თბილისობა 2023" გაიმართება. დღესასწაულის ერთ-ერთი მასპინძელი მესტიის მუნიციპალიტეტი იქნება. Სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ადგილზე დამზადებული სვანური სამზარეულოს კერძები. დამსწრე საზოგადოების წინაშე უძველესი სვანური სიმღერებით წარსდგება მესტიის ფოლკლორული ანსამბლი "რიჰო".
სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. სოხუმის დაცემა-ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის...
თამარ მეფის სკვერში დარგვა-გამწვანების სამუშაოები დაიწყო
ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა თვითმმართველობამ, თამარ მეფის ქუჩა N19-ში მდებარე სკვერში დარგვა-გამწვანების სამუშაოები დაიწყო. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარალელურად დასუფთავდა პარკის ტერიტორიაც. გამწვანების ღონისძიებები გრძელდება. აღნიშნულ აქციაში შესაძლებელია მოხალისეობრივი მონაწილეობს მიღება.
დაბა მესტიაში ხე-მცენარე დაირგვება
ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა, 25-26 სექტემბერს, გეგმავს დაბა მესტიაში თამარ მეფის ქ. #19-ში („ლიბერთი“ ბანკთან) მდებარე სკვერის გამწვანების პროექტს. დაირგვება შემდეგი ჯიშის ხე-მცენარეები: წითელი დეკორატიული ტყემალი, სოფორა ცაცხვი, ძახველი და ჩიტავაშლა. ვისაც გსურთ დარგვის პროცესში მონაწილეობა, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: +995 592 43 19 74 (ეკატერინე) ან მობრძანდეთ 3 საათიდან...