მესტიის მუნიციპალიტეტისა და ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მერებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

მესტიის მუნიციპალიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის, ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მერებმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა და ერჯუმენთ შაჰინ ჩერვათოღლუმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის მიხედვით ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტი ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის და სოციალურ სფეროებში ითანამშრომლებენ. დაძმობილებული მუნიციპალიტეტების მხრიდან მოხდება გამოცდილების გაზიარება და დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები. დამეგობრების ცერემონიალი მესტიის ლეო ფილფანის...

მესტიაში “ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის“ შესარჩევი რეგიონული ტური გაიმართა

მესტიის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, კულტურის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოს საგუნდო საზოგადოებისა და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ორგანიზებით, ჩატარდა "ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის“ პირველი შესარჩევი რეგიონული ტური. შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღეს წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის (პედაგოგები - Nana Pilpani, მაგდალინა გოგოლაძე) და მესტიის N3...

ერთწლოვანი კულტურის მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან...

მესტიის მუნიციპალიტეტის და ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მერები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

ხვალ, 2 მაისს, საღამოს 6 საათზე, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი Center of Art & Culture of Mestia-ში, მესტიის მუნიციპალიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მერები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმი გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას ორ მუნიციპალიტეტს შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოციალურ და ტურიზმის სფეროებში. ღონისძიების ფარგლებში, მემორანდუმის...

29 აპრილს, “სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

29 აპრილს, დაბა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის თეატრის საგამოფენო სივრცეში მოეწყობა "სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოფენის მიზანია გამომცემლობის წიგნები უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს მკითხველთათვის და გაზარდოს წიგნიერება ქართულ საზოგადოებაში. გამოფენა გაიმართება 12:00-დან 16:00 საათამდე.

სვანეთის რეგიონი მსოფლიო ტურიზმის რუკაზე ადგილს იმკვიდრებს

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, სვანეთმა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა. „უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობა“ – ამ სლოგანით წარსდგა საქართველო ITB Berlin 2023-ზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით. ITB-Berlin-ეს არის მოვლენა, სადაც იქმნება მომავლის მოგზაურობა, ყალიბდება მყარი ბიზნეს კავშირები, მსოფლიო ერთიანდება სამომავლო გეგმების გასაზიარებლად და სწორედ აქ ხდება ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების...

ირაკლი ღარიბაშვილი: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ

300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ,...

სოციალურად დაუცველი ბავშვები 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...

“Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, “Starring Georgia-ს“ იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – „Starring Georgia“ – იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება. უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები: „Nile Rodgers & Chic“...

7 მაისს, მასშტაბური საერთაშორისო საქველმოქმედო მსოფლიო რბენა გაიმართება

7 მაისს, კახეთში (ლოპოტას გადასახვევთან), მასშტაბური საერთაშორისო საქველმოქმედო მსოფლიო რბენა "Wings for Life World Run" გაიმართება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად 7 მაისს,15:00 საათზე სტარტის ხაზზე დადგება საქართველოში დარეგისტრირებული 7000-მდე მონაწილე. უწყების ცნობით, პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და ფედერაციის - „სპორტი ყველასათვის“...