საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან...
დღეს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მუსბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. "ამასთან, აღნიშნული გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...
ქვისცვენის გამო, მესტიის გზებზე შეზღუდვებია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ამავე საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
“შავღელეს” ტერიტორიაზე საავტომობილო მიმოსვლა ამ დროისთვის შეფერხებით მიმდინარეობს
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, უხვი ნალექის გამო, ე.წ "შავღელეს" მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მიმოსვლა ამ დროისთვის შეფერხებით მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზის აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები.
მესტიის მოკრივეთა გუნდმა წარმატებით იასპაეზა რეგიონალურ ტურნირზე
მესტიის მუნიციპალიტეტის მოკრივეთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა რეგიონალურ ტურნირზე, რომელიც ნარაზენში ჩატარდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საპრიზო ადილები 2007 -2008- 2009- 2010-2011 და 2012 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის გამოვლინდა.
კომპიუტერები წარჩინებული მოსწავლეებისთვის
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც 2021-2022 წელს, საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა: კომპიუტერები გადაეცათ: დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ლუკა უმფრიანს. მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ლევან, ნინო, საბა მჭედლიანებს, ლიზი ხერგიანს. სოფელ კალის საჯარო სკოლის...
ცხუმარში სანიაღვრე რკინაბეტონის არხის მშენებლობა იწყება
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულში სანიაღვრე რკინაბეტონის არხის მშენებლობა იწყება. უწყების ცნობით, მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულებაა 411 167 ლარი. პროექტის მიხედვით სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 521.8 მეტრს შეადგენს. "საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს სოფელ სვიფში, სადაც არსებული ხევი ჩამოედინება სოფლის ცენტრში და სოფელს ორ ნაწილად ყოფს. უხვი ნალექის დროს ხევის არსებული კალაპოტი...
მესტიასა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
მესტიის მუნიციპალიტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ძლიერი სოფლის პროგრამას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და თემებში ახალი შესაძლებლობების გაჩენა, შემოსავლების ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. უწყების ცნობით, პროგრამა 5...
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, მესტიის ფოლკლორულ ანსამბლ „რიჰოს“ წევრებთან ერთად „კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის“ ბენეფიციარებს, ტრადიციულად, საჩუქრები გადასცეს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის დღის ცენტრისა და ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისით, ამ ეტაპზე 9 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდი სარგებლობს. ცენტრში მოქმედებს...