საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ138 მონაკვეთზე (ზუგდიდი-მესტია) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. უწყების ცნობით, აღნიშნული გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი...
მესტიაში “Freeride World Tour”-ის კვირეული დაიწყო
მესტიის მუნიციპალიტეტი უკვე უკვე მეორედ "Freeride World Tour“-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს მასპინძლობს. ფრირაიდის კვირეული დღეს დაიწყო და 19 მარტს დასრულდება. ფრირაიდი სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც გაუკვალავ თოვლში, ექსტრემალურ გზებზე თავისუფალ დაშვებას გულისხმობს. მესტიის მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, ფრირაიდის კვირეულის ფარგლებში, შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე გაიმართება, სადაც დაახლოებით 50-მდე...
მესტიაში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა
მესტიაში, სასტუმრო „ფოსტას“ გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მესამე და მეოთხე სართულები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მესტიაში ახალი სკოლა აშენდება
ირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის, ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლის, ამავე მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის (ოპტიმიზირებული კორპუსი), მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას, სოფელ იდლიანის, სოფელ იფარის საჯარო სკოლების, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის №1...
15-19 მარტს სვანეთში ფრირაიდის კვირეული – “Svaneti Freeride Week” გაიმართება
16 და 18 მარტს თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, Georgian Freeride Series-ს ფარგლებში Freeride World Tour Qualifier-ის ორ ვარსკვლავიანი შეჯიბრები ჩატარდება. “Svaneti Freeride Week” იმართება DMO Mestia, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, MTA-ის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით. შეჯიბრის ორგანიზატორია White Rabbit-ის გუნდი.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო ჯარიმები წესდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...
ოთხი სკოლამდელი აღზრდისა და ოთხი პედაგოგიურ სფეროში მოღვაწე წარმატებული დედა დაჯილდოვეს
მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრმა, დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე 4 სკოლამდელი აღზრდისა და 4 პედაგოგიურ სფეროში მოღვაწე წარმატებული დედა დაჯილდოვდა და გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიია ინფორმაციით, ღვაწლმოსილი ქალბატონები მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრის, მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, შესაბამისი კრიტერიუმებით...
ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა. „თოვის და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია- ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და...
ხაიში-მესტიის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოიხსნა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ138 (ხაიში-მესტია) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოხსნილია. "დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, აღნიშნული გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების...