მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს – ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. “კვლევის შედეგად, პესტიციდების...
“სვანეთობა 2024” მიმდინარეობს
დღეს, დაბა მესტიაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "სვანეთობა 2024“ მიმდინარეობს. ღონისძიება 2014 წლიდან ტარდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და დაფინანსებით. დაბა მესტიაში, სეტის ცენტრალურ სკვერში წარმოდგენილია მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიული ერთეულის პავილიონი, სადაც გამოიფენილია ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური ტრადიციული სამზარეულოს გამორჩეული და საუცხოო კერძები,...
სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს
სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს. ინფორმაციას დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები ავრცელებენ. ისინი ცოცხალი და უვნებლები არიან. ინფორმაციისთვის: ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. დღეს დილიდან მათი ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო
მესტიაში ორ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. უწყების ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები...
მესტიაში მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს
მესტიის მუნიციპალიტეტში მესტიის მოკლემეტრაჟიანი მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წლევანდელი კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ლეგენდარული რაინჰოლდ მესნერი გახლავთ. კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა. მესტიის ფოლკლორული ანსამბლ „რიჰოს“ მიერ შესრულებული სიმღერების შემდეგ ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს, ფესტივალის დირექტორმა, ხათუნა ხუნდაძემ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა,...
სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა
სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, შესაბამისი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. შეხვედრებზე იმსჯელეს ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობის შესახებ როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეგიონის...
მესტიას რაინჰოლდ მესნერი ეწვია
მესტიის მუნიციპალიტეტს რაინჰოლდ მესნერი ეწვია. საპატიო სტუმარს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე დახვდნენ. ცნობილი ალპინისტი 23 - 27 ივლისს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს დაესწრება. 23 ივნისს, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ რაინჰოლდ მესნერის მასტერკლასს. ინფორმაციითვის: რაინჰოლდ მესნერი - ლეგენდარული მთამსვლელი, რომელმაც დაიპყრო...
მესტიის მუნიციპალიტეტში მოქმედი სათემო ორგანიზაციების საყურადღებოდ
საქართვლოს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ასოციაცია (GALAG) USAID ძლიერი სოფლის პროგრამა / USAID Resilient Communities Program-ის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანი სათემო ორგანიზაციების უნარების გაძლიერება და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა, რომლის ფარგლებშიც სათემო ორგანიზაციის წევრებს საჭიროების კვლევის და პროექტების წერის ტრენინგები ჩაუტარდებათ. ტრენინგზე დასასწრებად სათემო ორგანიზაციის წევრებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ...
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალ “დალის” რუბენ ოსტლუნდი ესწრება
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალ „დალის“ შვედი კინორეჟისორი რუბენ ოსტლუნდი ესწრება. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით წელს კინოფესტივალ „დალის“ ცნობილი შვედი კინორეჟისორი რუბენ ოსტლუნდი ეწვია. მსოფლიოში აღიარებულმა რეჟისორმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბაჩო ოდიშარიასთან ერთად ფესტივალის სტუმრებისა და ახალგაზრდა რეჟისორებისთვის ჰაწვალზე მასტერკლასი ჩაატარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობდა. დამსწრეებს მიეცათ შესაძლებლობა, მეტი...