შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის...
მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრის სპექტაკლმა “უშბა და და თეთნულდი“ მეორე ადგილი მოიპოვა
4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით, სიღნაღის მუნიციპალიტეტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ "სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ მასპინძლობდა, სადაც მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრის სპექტაკლმა "უშბა და და თეთნულდი“ მეორე ადგილი მოიპოვა. ფესტივალი მეორე წელია ტარდება. წელს, გაიზადრა ფესტივალის მასშტაბი და საერთაშორისო სტატუსი მიიღო. ფესტივალში მონაწილეობას იღებდა სახალხო...
რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა
რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის, ხარისხიანი სერვისების შექმნისა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად. საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ: არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას; ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო...
“ბრემენელი მუსიკოსები”
20 ივნისს, 15:00 საათზე, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, გაიმართება ეცერის საჯარო სკოლის რეგიონული განივთარების ფონდის თეატრალური დასის სპექტაკლზე "ბრემენელი მუსიკოსები". ბილეთის ფასი 5 ლარი.
სამინისტრო: ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის...
დავით მურაჩაშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა
დღეს, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, მხატვარ, დავით მურაჩაშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენა 18 ივნისამდე გაგრძელდება. გამოფენა ტარდება სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია DMO "შან-ლენდ"-ის მხარდაჭერით.
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მხატვარ დავით მურაჩაშვილის პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს
11-18 ივნისს, მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი მხატვარ დავით მურაჩაშვილის პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. მხატვრის ნამუშევრები ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში ისლანდიიდან სამხრეთ აფრიკამდე. საქართველოში ეს მისი პირველი გამოფენაა. გამოფენა ტარდება მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და DMO სვანეთის მხარდაჭერით.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...
ირაკლი კობახიძე: ჩვენს ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება
დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ჩვენს ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა, აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით....
მერიაში განცხადებების მიღების დამატებითი ელექტრონული წესი დაინერგა
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადებების მიღების დამატებითი ელექტრონული წესი დაინერგა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ელექტრონული სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში არსებული ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას. ასევე, მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობას დროის, ფინანსების და ენერგიის დანახარჯის გარეშე მიმართონ მუნიციპალიტეტს. ახალი ელექტრონული სისტემით განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება შემდეგ განცხადების ფორმებზე: I კლასის მცირე არქიტექტურული ობიექტების...