საგრანტო კონკურსი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შესაძლებლობების განვითარებისთვის

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს ბაზარზე წვდომის საგრანტო კონკურსს, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შესაძლებლობების განვითარებისთვის. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა გრანტები ბაზრის მონაწილეებზე, რომელთაც შეუძლიათ გადალახონ ბაზრის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეები, რათა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე ფერმერები და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები წარმატებით გააერთიანონ ღირებულებათა ჯაჭვში. საინფორმაციო სესიები...

უშგული-ლასდილას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ193 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ186 (ზუგდიდი-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

26 მაისი მესტიაში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მესტიაში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა საზეიმო ღონისძიებები. გაიმართა ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა. მიმდინარეობდა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.მოწყობილი იყო კვების სივრცე. სტუმრებს შესაძლებლიბა ჰქონდათ ადგილობრივი მზარეულის მიერ დამზადებული ქართული კერძების გასინჯვა.ასევე...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა მესტიაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, მესტიაში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. "საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მესტიაში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები. იხილეთ ღონისძიების პროგრამა. 14:00-15:30 ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი;...

ეცერის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში ჩავარდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში ორი ძმა იმყოფებოდა, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...

“ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის”

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს “ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის”. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მოსახლეობას. შემოგვიერთდი პროგრამაში, თუ მუშაობ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხარ სამეგრელოს რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას და ინოვაციური სტარტაპების შექმნას.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნაკრაში დაკარგული მესამე მოზარდის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, მესამე დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა საბა გვარმიანის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს. ინფორმაციისთვის: 2 მაისს, სამი მოზარდი, სოფელ ჭუბერიდან, მაისობის დღესასწაულიდან, ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი წვიმაში, სავარაუდოდ, მოსრიალდა და მდინარეში გადავარდა.

ნაკრაში კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

სოფელ ნაკრაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან კიდევ ერთის, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი უკვე გადასვენებულია საკუთარ საცხოვრებელ სახლში. ინფორმაციისთვის: 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. ნაპოვნია ორი მოზარდის ცხედარი. ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება კიდევ ერთი ახალგაზრდის საპოვნელად.