ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის“ ორგანიზებით კულტურულ-შემეცნებითი საღამო, სახელწოდებით "მთის პოეზია" ჩატარდა. ღონისძიება 12 დეკემბერს, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში შედგა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემოქმედებით საღამოზე მონაწილეობა მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სკოლა-გიმნაზიის, ეცერის, ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ფარის ბიბლიოთეკის ნორჩმა მკითხველებმა მიიღეს.
დაბა მესტიაში სვანურ კოშკებზე საქართველოს დროშები აღიმართა
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში სვანურ კოშკებზე საქართველოს დროშები აღიმართა. საქართველოში გადროშიანება ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ხელშეწყობით ხორციელდება, ამ ინიციატივას სათავეში უდგას ქართველი ემიგრანტი Giorgi Vasadze. გადროშიანების პროცესში აქტიურად არის ჩართული სვანი ემიგრანტი ნინო ხალდეიშვილი, რომელმაც ამერიკაში მცხოვრები სვანი ემიგრანტების ხელშეწყობით უსასყიდლოდ გადასცა დროშები მესტიის მუნიციპალიტეტს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის...
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
“მესტიის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის” სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა
"მესტიის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის" სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა. დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის #264-ე განკარგულებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელოს შესაბამისად. დოკუმენტზე ინტენსიურად მუშაობდა დოკუმენტის შექმნისა და ინიცირების სამუშაო და ტექნიკური ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან როგორც...
წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. "გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმს ძმები არველაძეები და თემურ ქეცბაია ესტუმრნენ
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმს ძმები არველაძეები, ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია ესტუმრნენ. სვანეთის მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტუმრებმა დაათვალიერეს სვანეთის მუზეუმის შთამბეჭდავი ექსპოზიცია და მიიღეს შემეცნებითი ინფორმაცია აქ გამოფენილი თითოეული უნიკალური არტეფაქტის შესახებ.
მომავალი წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა
მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ ნავერიანმა გააცნო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მომხსენებლის განმარტებით, ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს: 1. ინფრასტრუქტურა 17% - მუნიციპალურ გზების შეკეთება რეკონსტრუქციის ხარჯები, გარე განათების და წყლის სისტემების...
“სვანეთის ხმები” ანსამბლ “რიჰოს” სამ უხუცეს წევრს მიეძღვნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ეროვნულ თეატრში მურად ფირცხელანის, რუსლან სტეფლიანისა და გულვერ გერლიანის საიუბილეო კონცერტი - „სვანეთის ხმები“ - გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პარლამენტის წევრებთან - სოზარ სუბარსა და გენრიეტა წიწავასთან, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძესთან, ფონდ ,,ქართული გალობის" თანადამფუძნებელ ნანა გოთუასთან ერთად...
გდი: სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. „აღნიშნული...
სები: საპენსიო სესხების რეკლამირება იკრძალება
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...