მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, 25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე 2021-2022 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.
მესტიაში მიხეილ ხერგიანის ღია საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა
20-23 ოქტომბერს მესტიაში ,,კლდის ვეფხვად,, წოდებული სახელოვანი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის ტრადიციული ღია საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა მეკლდეურობაში (სპორტულ ცოცვაში). მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიხეილ ხერგიანის სახელობის მემორიალი მესტიაში უკვე 12 წელია ტარდება და მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მეკლდეურები. წელს შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს კლუბი პროქლაიმბის, თბილისის, ნიქოზის და მესტიის მეკლდეურთა...
მესტიამ მთის ფილმების საერთშორისო ფესტივალს უმასპინძლა
მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით მესტიამ მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების N1 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალი მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შედგა. ფესტივალი მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ნელი ნავერიანმა გახსნა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე შემოსული 2320 ფილმიდან საკონკურსოდ, 37 ფილმი შეირჩა, არასაკონურსოდ კი 7 ფილმი...
აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს, მესტიაში დაისვენებენ
აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, პირველ მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან ერთად უმასპინძლა. ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა მებონიამ მათემატიკაში უმაღლესი 51 ქულა დააგროვა, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამარ აბშილავამ და ჯვარის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დავით ჭანტურიამ კი, უცხო ენაში მაქსიმალური მონაცემი 80 ქულა აიღეს. სახელმწიფო რწმუნებულმა...
მესტიაში “სვანეთობა 2021” გაიმართა
მესტიაში, სეტის მოედანზე გაიმართა ფესტივალი „სვანეთობა 2021“. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ სკვერში მოეწყო ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ფესტივალის მიმდინარეობის დროს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დააგემოვნებინა სვანური ტრადიციული კერძები, ასევე დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ხალხური...
სვანური ზარი არ უნდა დაიკარგოს
სვანური სამგლოვიარო სიმღერა - მოთქმაა, ის სვანეთის ეთნოგრაფიის ყოფამ დღემდე უნაკლოდ და სახეუცვლელად შემოინახა. ზარს დაკრძალვის დღეს ოჯახში, შემდეგ სასაფლაოზე ასრულებს ზარის მომღერალთა გუნდი. სვანური ზარი არის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ერთეული, რომელიც ჯერ კიდევ, თანამედროვე ყოფაში გვხვდება. არსებობენ მისი ცოცხალი მატარებელნი (შემსრულებლები), მაგრამ შესაძლებელია გაქრობის საფრთხე დაემუქროს, ამიტომ პრევენციული ზომების გასატარებლად სვანურ...
19.02.21: სამეგრელო – ზემო სვანეთში კოვიდის 27 შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
“თავზე ადგას მყინვარი და სულიწმინდის ნათელი”
ერეკლე საღლიანი წმინდა ნინო ფარავნის წყალს ნისლის ჯარითფარავს წმინდა ქალწული.მოდის, უძღვის წინ ხის ჯვარი,ვაზის ცრემლით ასხმული. გვერდზე გადგნენ თეთრი მთები.სანთლად იწვის მაშვრალი.მიწის ძახილს გრძნობენ თმები,თმები – ქარში გამშრალი. დრო, თვით სვავი, მყივარი დაბრუნავს, როგორც ფანტელი.თავზე ადგას მყინვარი დასულიწმინდის ნათელი. მივა მცხეთას, ავა წობენს,უფლის მადლის ტარებით,ჩვენს სიმშვიდეს სდარაჯობენსადაც ზეცის კარები. ტალანებში...
ვიტორიო სელა და სვანეთი
იტალიელმა მოგზაურმა, მეცნიერმა და ფოტოგრაფმა ვიტორიო სელამ არაერთი ფოტო მიუძღვნა სვანეთს. ის იყო ერთ-ერთი პირველთაგანი უცხოელებს შორის, რომელმაც აღბეჭდა ფირზე ხალხური რელიგიური დღესასწაულები, სვანეთის ლანდშაფტები, ზვიადი მთები, კულტურული და რელიგიური ძეგლები და დღესასწაულები, ერთი სიტყვით, სვანეთის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალი. ფოტოხელოვანი სვანეთში ფირზე არა მარტო მთებს და კოშკებს, არამედ ადგილობრივ...
ბესარიონ ნიჟარაძე-“თავისუფალი სვანი”
ბესარიონ ნიჟარაძე 1852 მესტიის რაიონში, სოფელ უშგულში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1874 წელს. ინტერნეთწყაროების ცნობით, ბესარიონ ნიჟარაძემ პირველი წერილი გამოაქვეყნა 1873 წელს. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში (“შრომა”, “დროება”, “ივერია” და სხვ.). წერილებსა და ნარკვევებში ეხებოდა სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიისა და ენის საკითხებს. 1892 წელს მღვდლად ეკურთხა. მისი თხზულებები თავმოყრილია წიგნში “ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები”, რომელიც თარგმნილია...