დღეს, 22 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში, სეტის მოედანზე „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 19:00-22:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-22:00 კვების სივრცე; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ანიმატორები; 20:00 - ქიმიური შოუ; 21:00-22:00 ბენდ „ნიუტონის“ კონცერტი;
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. “15-დან – 45 წლამდე...
მესტიაში “მუსიკალური საღამო” გაიმართება
22 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში, სეტის მოედანზე „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 19:00-23:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-23:00 კვების სივრცე; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ანიმატორები; 20:00 - ქიმიური შოუ; 22:00-23:00 ბენდ „ნიუტონის“ კონცერტი.
განათლების მინისტრი საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...
მესტიაში დოკუმენტური ფილმის “დიდება დედოფალს” ჩვენება გაიმართება
19 სექტემბერს, 18:00 საათზე, ავსტრიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ, თათია სხირტლაძის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს „დიდება დედოფალს“. ფილმის ჩვენება გაიმართება სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტური ფილმი ასახავს, ოთხი ლეგენდარული მოჭადრაკე ქართველი ქალის, ნონა გაფრინდაშვილის, ნანა იოსელიანის, ნანა ალექსანდრიასა და მაია ჩიბურდანიძის ისტორიას, რომელიც გადაღებული იქნა ავსტრიის,...
“ოცნების” მესტიის ორგანიზაციას კაპიტონ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს
"ქართული ოცნების“ მესტიის ორგანიზაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები მესტიაში, დღეს გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს. 13 სექტემბერს კონფერენციები გაიმართება ხობში, სენაკსა და ფოთში.
წარჩინებული სტუდენტები 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა...
დასრულდა მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი მინიფეხბურთში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულდა მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი მინიფეხბურთში, სადაც უკვე მეორე წელია პირველობას არ თმობს მესტიის №1 ნაკრები გუნდი (ანგარიში 1:0), მეორე ადგილზე გავიდა თავდაცვის ძალების გუნდი „არმია“, მესამე ადგილი კი დაიკავა მე-6 საარტილერიო ბრიგადამ. ინფორმაციისთვის: 1 სექტემბრიდან, დაბა მესტიაში მიმდინარეობდა ISAF-ის მისიაში 2010 წლის 5...
მესტიაში “მუსიკალური საღამო” გაიმართება
9 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში, სეტის მოედანზე „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 19:00-23:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-23:00 კვების სივრცე; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ანიმატორები; 20:00 - ქიმიური შოუ; 22:00-23:00 ბენდ „ნიუტონის“ კონცერტი.
მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიხსნა
დაბა მესტიაში, მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ოფიციალურად გაიხსნა. ტურნირი მინი ფეხბურთში ტრადიციული ხასიათისაა და ყოველწლიურად ტარდება. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს მესტიის მუნიციპალიტეტის 11 ადგილობრივი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების 6 გუნდი. ტურნირის ოფიციალური...