შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 8 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამეგრელო-ზემო...
27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. “ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის...
გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. “შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს,...
მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შსს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული.დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული...
მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იმფორმაციით, მეორე საფესტივალო დღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში წარმოდგენილი იყო ფილმები: „იაპონური ბუდიზმი“ (იაპონია), „ბლეიზი“ (საფრანგეთი), „მთის ლეგენდები“ (ირლანდია), „ნურ შამსი“ (საუდის არაბეთი), „მთის დედოფალი“ (ყირგიზეთი), ხოლო მთის ფილმების სექციაში მაყურებელმა ნახა „მთის მწვერვალზე“ (იტალია) და „მთის გზამკვლევები“ (სლოვაკეთი). ღონისძიებას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ბაჩო...
მესტიაში მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მინი ფეხბურთში გაიმართება
1- 5 სექტემბერს, მესტიაში, ავღანეთში 2010 წლის 5 სექტემბერს გმირულად დაღუპული, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მინი ფეხბურთში გაიმართება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი ტრადიციული ხასიათისაა და ყოველწლიურად ტარდება. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივითა და მესტიის...
დაბა მესტიიდან ქორულდის ტბებისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დაიწყება
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 19 აგვისტოს, დაბა მესტიიდან ქორულდის ტბებისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება. "რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე შეფერხდება მოძრაობა. მოგიწოდებთ აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილებისგან ხვალ თავი შეიკავოთ."-აღნიშნულია ინფორმაციაში.
შაკო შუკვანის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა
მესტიის მუნიციპალიტეტში შაკო შუკვანის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრი 4 აგვისტოს, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში შედგა. შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვეს: I ადგილი - გიორგი (კოწიკა) შუკვანი II ადგილი - აკაკი გაბრიჭიძე III ადგილი - გიორგი შუკვანი გამარჯვებულებს თასი, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ტურნირის საპრიზო ფონდია:...
მესტიაში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს “აწარმოე საქართველოში”
15 აგვისტოს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს სსიპ "აწარმოე საქართველოში" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ სხვადასხვა პროგრამას, საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსების, ბიზნეს უნარების გაუმჯობესების და საინფორმაციო მომსახურების მიმართულებით. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი...
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. “კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია....