სვანეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

25 ივლისს, 13:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, სვანეთის რეგიონის მხარდაჭერით, გაიმართება შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, რომელზეც სადისკუსიო საკითხი იქნება პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენს პროფესიული განათლების მიმართულებით რეგიონში არსებული ვითარების განხილვა...

“ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ადამიანის უფლებების დაცვა”

ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა „ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ადამიანის უფლებების დაცვა“, რომელიც ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით და ადამიანის უფლებების საკითხებზე პრემიერის თანაშემწესა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, სოფიო...

მთის დღეებთან დაკავშირებით მესტია-უღვირის მიმართულებით მოსახლეობას ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

მესტიის მუნიციპალიტეტსი მერიის ინფორმაციით, მთის დღეებთან დაკავშირებით, 22 ივლისს, დაბა მესტიის ცენტრიდან უღვირის მიმართულებით და პირიქით მესტიის მიმართულებით, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი. იხილეთ განრიგი: მესტია - უღვირი 2 ავტობუსი 13:00 სთ. უღვირი - მესტია 2 ავტობუსი13:30 სთ. მესტია - უღვირი ავტობუსი 14:00 სთ. უღვირი -...

პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა.

“ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და “კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით ,,ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, მოქალაქეებს შორის არსებულ ქონებრივ დავებს იხილავდნენ, მხარეების ქმედებებს...

მესტიაში “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს. პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ც., 1996 წელს დაბადებული ა.ფ., 1973 წელს...

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” აგრძელებს განაცხადების მიღებას

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და მოიცავს სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონს (სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) აცხადებს “ერთი ლექსის კონკურსს”. დაინტერესებულ პირებს ნაწარმოებების წარმოდგენა შეეძლებათ 1 აგვისტომდე. ფესტივალი კი, 1, 2, 3 სექტებერს გაიმართება. (ელ-ფოსტა: quji2019@gmail.com) დებულება 1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლებში გამარჯვებული ავტორებისა). 2. კონკურსის...

მთის დღეებთან დაკავშირებით, მესტია-უღვირის მიმართულებით მოსახლეობას ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

მთის დღეებთან დაკავშირებით, 22 ივლისს, მესტიის ცენტრიდან უღვირის მიმართულებით და პირიქით, მესტიის მიმართულებით მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი. ტრანსპორტირება მოხდება ყოველ სრულ საათზე.

მესტიის საკადასტრო სამუშაოების მონაცემები გამოქვეყნდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მესტიის, ხულოს, ხობის, დმანისისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე https://mestia.gov.ge მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ადმინისტრაციული ერთეულების: მულახის, ლენჯერისა და ლატალის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის...

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების,...