მესტიის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც, მანქანა მდინარეში გადავარდა.

მესტიის სალოტბარო სკოლის ვიზიტი ტელშაიში

28 ივნისიდან 2 ივლისამდე ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ტელშაიში ჩატარდა რიგით მე - 12 საერთაშორისო ფოლკლორული და ახალგაზრდული ფესტივალი, სადაც მიწვეული იყო მესტიის სალოტბარო სკოლა ვახტანგ ფილფანის და გოდერძი აფციაურის ხელმძღვანელობით. ჯგუფს ხელმძღვანელობდა მესტიის მერის მრჩეველი კულტურის და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძე. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში ბალტიის პირეთის სხვადასხვა ქვეყნის...

მესტია ახალ რეანომობილს მიიღებს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სეერვისის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის უშუალო ჩართულობით და ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტი თანამედროვე სტანდარტის, სრულად აღჭურვილ ახალ რეანომობილს მიიღებს. უწყების ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადა ვაკანსიები შემდეგი მიმართულებით: მედდა- სამი პოზიცია; მძღოლი- სამი პოზიცია;

მოსახლეობას მოუწოდებენ ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...

დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში,...

მესტიას სტუმრობდა ნორვეგიის სამეფოს საქმეთა დროებითი რწმუნებული

მესტიის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიის სამეფოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარკო სოლდიჩი. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, მერის პირველი მოადგილს, ნელი ნავერიანს, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და საფინანსო სამსახურის უფროსებს. შეხვედრაზე განიხილეს მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტუალური საკითხები, განვითარების ხედვები და სამომავლო...

ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება. ამასთან დაკავშირებით, 29 ივნისს, 11 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ღია კარის დღეს გამართავს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ახალი პროგრამა 5 წლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება. პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი,...

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები გაიზარდა

პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...

“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე”

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს სისხლის ბანკი გთხოვთ ჩაერთოთ აქციაში „გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ - ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად, რათა აღმოიფხვრას სისხლის ბანკში არსებული დეფიციტი. 30 ივნისს, 11:00 საათიდან მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის მედპერსონლის მიერ მოხდება გამოკითხვის და არტერიული წნევის გაზომვის...