დღეს, მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე პროგრამის პრეზენტაცია წარმოადგინა "სოფლის განვითარების სააგენტოს" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა გიორგი ქვარაიამ. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სასოფლო-საერიის ინფორმაციით, მეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა) ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი,...
ზუგდიდის თეატრის გასტროლები მესტიაში
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ხვალ, 24 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გამართავს სპექტაკლს “აბუ და ბე” პატარა მაყურებლისთვის.
მესტიაში დაიწყება მიუსაფარი ცხოველების შესაბამისი პროცედურა
23 ივნისიდან, "მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის" ორგანიზებით დაიწყება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონიტორინგის სპეციალური ინიციატივა, რომელიც მოიცავს უპატრონო და უმეთვალყურეო (მიუსაფარი) ცხოველების ქუჩიდან აყვანას და შესაბამის პროცედურებს, მათ შორის ვაქცინაციებს, კასტრაცია/სტერილიზაციას, დეჰელმენტიზაციას, რის შემდეგაც ცხოველები დაუბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოს. "გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ არ გსურთ თქვენს ცხოველს ჩაუტარდეს შესაბამისი პროცედურა -...
გამოცდები 2023 – ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი...
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის გაზრდას და ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, მუნიციპალური მმართველობის სისტემების, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის მხარდასაჭერად. USAID-ის ადგილობრივი...
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ მთავრობის სხდომაზე. ერთ-ერთი საკითხი ეხება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბიუჯეტში ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000...
1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ
“1-ელი ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას 233 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, წლების განმავლობაში, გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი სარგებელი და გაფართოვდა სოციალურ გასაცემელის მიმღები ბავშვების მოცვა. შედეგად, გაზრდილ სოციალურ გასაცემელს...
კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამეტნის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული მონაკვეთი დღეს, 08:00 საათიდან ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო დაკეტილი იყო.
კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც, 2023 წლის 19 ივნისს 08:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მესტიაში ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
მესტიაში 17-18ივნისს, 11:00 საათზე, ჭიდაობა ძიუდოში სტარსტს აიღებს ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის, ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ 2012-2013 წლებში დაბადებული უმცროსი ჭაბუკები. ტურნირი მესტიის ლერი ნაკანის სახელობის სპორტულ ცენტრში გაიმართება.