"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, მესტიის საკრებულოს ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების კომისიის თავმჯდომარესთან, ბაჩუკი ნაკანთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს “ბუილდერ 21-მა“ ადგილობრივი შესყიდვებიდან 1,212,404 ლარი მიიღო, მათ შორის 578,898 ლარი - ბაჩუკი ნაკანის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ. "თავდაპირველად კომპანიის 85% წილის მფლობელი ბაჩუკი ნაკანი იყო, 15% წილის მფლობელი და დირექტორი კი ზაზა ნიგურიანია. საკრებულოს...
მესტიის გზებზე ისევ შეზღუდვებია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, საავტომობილო გზის კმ30-კმ177 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ70-კმ177 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო...
სტამბოლსა და ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი-სამინისტრო
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ქალაქ ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ: საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280 გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +90(541)8184400 გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +90(541)3262226 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას...
გაგრძელდება ლენტეხი-ლასდილი-უშგული-მესტიის 51 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია
2023 წელს გაგრძელდება ლენტეხი-ლასდილი-უშგული-მესტიის 51 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის და მის მოადგილეებთან გამართულ სამუშაო თათბირზე გახდა ცნობილი. მესტიისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზაგარის უღელტეხილზე უერთდება ერთმანეთს, რაჭა-ლეჩხუმის, ქვედა სვანეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ უმოკლეს გზას...
ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი)...
მესტიაში ნიკო ფალიანის ფილმების პრეზენტაცია გაიმართა
მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში, ნიკო ფალიანის ფილმების “Lukmed”, “Kastanistan” და “Lost in Georgia” პრეზენტაცია გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სათავგადასავლო და ექსტემალური თემატიკის ფილმები, ნიკო ფალიანმა 2022 წლის ზამთრის სეზონზე გადაიღო, ავსტრიელ და შვეიცარიელ პროფესიონალ მოთხილამურეებთან ერთად. ფილმი “Lukmed” გადაღებულია მესტიაში, ფილმში ნიკო ფალიანთან ერთად მონაწილეობენ სებასტიენ ვარლე (Sebastien...
თოვის გამო მესტიის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი)...
მესტიაში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში 2-დღიანი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. სამუშაო შეხვედრას USAID-ის პროექტის წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები...
ახალი პროგრამა იწყება, რომელიც 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100...
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. კობა ნაყოფიას განმარტებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%."nacionaluri moZraobis"