საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო...
პროკურატურამ ეცერში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გ.ც-ს და გ.პ.-ს...
პოლიციამ მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც. უწყების ცნობით, ანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს....
ეცერში მკვლელობა მოხდა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
მესტიაში გამართული წინასაახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში გამართული წინასაახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საღამოს დასკვნით ეტაპზე კონცერტში მესტიელების წინაშე ჯგუფი ბანი და რეზო და ბავშვები წარდგნენ. მთელი დღის განმავლობაში მესტიის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა,...
მესტიაში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საქართველოს რეგიონებში სახალწლო ღონისძიებები დღეს მესტიიდან აიღებს სტარტს. მესტიაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები...
მესტიის №1 საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
მესტიის №1 საბავშვო ბაღში ტრადიციული საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზეიმოდ მორთულ დარბაზში პატარებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. ზეიმის დასასრულს პატარებს ლამაზი სურვილებით ახალი წელი მიულოცა თოვლის ბაბუამ და თითოეული მათგანი ტკბილეულით დაასაჩუქრა. ბავშვებმა ძალიან ისიამოვნეს, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. პატარა აღსაზრდელების მიერ შესრულებულმა საახალწლო სახალისო...
3-6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ...
მესტია “Best Tourism Villages by UNWTO“-ის გამარჯვებულია
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის Best Tourism Villages by UNWTO-ის ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. "გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის „Best Tourism Villages by UNWTO“ -ის ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა. აღსანიშნავია, რომ მესტია შერჩეულ იქნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილის...
მესტიაში საახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 24 დეკემბერს, ღონისძიება გაიმართება მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საახალწლო ღონისძიებები დაიწყება 14:00 საათზე. 14:00 - 20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული 14:00...