ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. „აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს...
მესტიაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართა
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ააიპ "მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის" დახმარებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ერთმანეთს მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში და კროსში ეჯიბრებოდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებში შემდეგნაირად გადანაწილდა: მინი ფეხბურთი; I ლატალი II ცხუმარი მინი ფეხბურთი, გოგონები; I...
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12...
იდლიანის ტერიტორიულ ერთეულში 130 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
მესტიის მუნიციპალიტეტში იდლიანის ტერიტორიულ ერთეულში 130 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 402 310 (მილიონ ოთხას ორი ათას სამას ათი) ლარს შეადგენს. ხიდის მშენებლობის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იდლიანის მოსახლეობისთვის. იდლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ამ ხიდის მშენებლობა ოცნებადაც კი...
დაბა მესტიაში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
დაბა მესტიაში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკვერის მოწყობისთვის მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმარველობის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 258 516 ლარი. პროექტის ფარგლებში მოეწყო სპორტული ტრენაჟორების მოედანი და საბავშვო გასართობი ატრაქციონები. მოედნებზე დაიგო კაუჩუკის სპეციალური ფილები, ხოლო სპორტული ტრენაჟორების მოედანზე მოეწყო ლითონის კონსტრუქცია და გადაიხურა პროფფენილით. სკვერში...
იაპონიის საელჩო მესტიას საზოგადოებრივ ავტობუსს შეუძენს
საქართველოში იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, იაპონიის საელჩო პროექტის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტს პირველ საზოგადოებრივ ავტობუსს უყიდის. "იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენას გულისხმობს. პროექტის მიზანია, დაბა მესტიაში და მიმდებარე სოფლებში გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა, რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან...
ფარის ტერიტორიულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის ტერიტორიულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. მესტიის მუნიცი-პალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაა 2 130 434 (ორი მილიონ ას ოცდაათი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი) ლარი. საავტომობილო გზა იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 101-ე კილომეტრის მიმდებარედ და გრძელდება ჩრდილოდასავლეთით სოფ.ფარის მიმართულებით, სადაც გაივლის სოფ.ლამხერს და სოფ.ზაგარის მიმდებარე ტერიტორიას....
ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენციის თემატიკა ორ ნაწილად იყო დაყოფილი. ღონისძიების პირველი ნაწილი ეხებოდა ბესარიონ ნიჟარაძის გახსენებას, სადაც მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა...
ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა
ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული მასალა - ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის გამოფენა დაათვალიერებინა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ჩვენს ყველა სტუმარს....
სვანური სამართლისა და სვანური ტოპონიმების შესახებ საჯარო ლექციები და დისკუსიები – ,”სვანური დღეები” ორბელიანების სასახლეში
ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ საჯარო ლექციებითა და დისკუსიებით გრძელდება, რომელიც სვანურ სამართალსა და სვანურ ტოპონიმებს შეეხება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო ლექცია თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო სამსონიამ ჩაატარა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ამ სამეცნიერო დარგის ყურადღებისათვის. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ივანე ჯავახიშვილის შემდეგ, ჩვენი დარგისთვის ასეთი ყურადღება...