აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

“თანაზიარში” ორთოპედი-ტრავმატოლოგი ჩაატარებს კონსულტაციებს

8 აგვისტოს, თბილისიდან ჩამოსული ბავშვთა ორთოპედი-ტრავმატოლოგი თევდორე მოსულიშვილი, სამედიცინო ცენტრ “თანაზიარში” ჩაატარებს კონსულტაციებს. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 10:00 სთ-დან 18:00-მდე. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. N41. ტელ: 555 14 43 33.

მესტიაში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

31 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის ერთეულში ახალი ორსართულიანი სპორტული კომპლექსი გაიხსნა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტულ დარბაზში ჩატარდება ვარჯიშები სპორტის შემდეგ სახეობებში: ძიუდოში, ქართულ ჭიდაობაში, კიოკუშინ კარატეში და ფრენბურთში. სპორტული კომპლექსი უმასპინძლებს, როგორც შიდა, ასევე რეგიონალურ ტურნირებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. უწყების ცნობით, სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან და მესტიის...

9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო მატარებლები არ იმოძრავებენ

9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. 249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ...

მესტიაში “სვანეთობა” მიმდინარეობს

დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე “სვანეთობის” ღონისძიება მიმდინარეობს. სვანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “სვანეთობა”, ყოველწლიურად, 2014 წლიდან ტარდება და მუნიციპალიტეტის 17-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებს. დღევანდელი ღონისძიება გახსნა მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,რიჰო" სვანური საგალობელით ,,ლილე" და სვანური ფერხულით. დამსწრე საზოგადოებას "სვანეთობა" მიულოცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად. სეტის სკვერში...

მესტიაში “მთის დღეები” მიმდინარეობს

მთის კვირეული ფარგლებში დღეს ღონისძიება მესტიაში გაიმართა. სამეგრელი-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ფესტივალს ჰეშკილმა უმასპინძლა, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები. მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: ანსამბლი „გორდელა“, ნოდარიკო...

კელი დეგნანი ვიზიტით მესტიაში იმყოფებოდა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, დაბა მესტიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის თემა იყო მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ელჩმა მუნიციპალიტეტის მერისგან მიიღო ინფორმაცია ზემო სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის, ტურიზმის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესახებ....

გაიმართა ლეო ფილფანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ჩატარდა გენიალური სვანი მსახიობის, ლეო ფილფანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პერფორმანსი, "რადგან ყველა ომი ტყუილია". მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება შექმნა ლეო ფილფანის შვილიშვილმა, მსახიობმა, ნინო ფილფანმა და მიუძღვნა ის ბაბუის 88 წლის იუბილეს. ღონისძიებში მონაწილეობდნენ მესტიელი ახალგაზრდები. ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად აღინიშნება.

ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის 182-ე და 183-ე კილომეტრზე, კერძოდ კალა- უშგულის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე ე.წ. “დევის ნაშენის” მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა და გზა ჩაკეტა. ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის 182-ე და 183-ე კილომეტრზე, კერძოდ კალა- უშგულის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე ე.წ. “დევის ნაშენის” მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა და...

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის 182-ე და 183-ე კილომეტრზე, კერძოდ კალა- უშგულის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე, ე.წ. “დევის ნაშენის” მონაკვვეთზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციისთვის: დილიდან ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.