შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. უწყების ცნობით, 2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა...
სასახლის ახალი პროექტები ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეიქმნა ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს სალომე გარდავა. განყოფილების წევრები არიან: თეკლა ჯღარკავა და ირაკლი ჯიქია. სალომე გარდავა: „-თავიდან ვსწავლობდი ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლაში, შემდეგ ეროვნულში. ჩავირიცხე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. პროფესიით კულტურული ტურიზმის მენეჯერი ვარ. თბილისში ყოფნის დროს, ვმუშაობდი...
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი გუგუჩია დაინიშნა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი გუბერნატორი გიორგი გუგუჩია წარადგინა. “გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორია, ის არის ზუგდიდიდან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, ძალიან წარმატებული გუბერნატორი იქნება”.-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დღეს დატოვა.
პირველი ივნისიდან რესტორნები სრული დატვირთვით იმუშავებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ....
საქართველო პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებს ხსნის
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. “სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი...
მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით (სინოფარმი) დღეს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა. „იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წაინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება....
კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.
დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება
კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
მესტიაში სვანური კოშკი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. მათ შორის არის სვანური კოშკი მესტიაში. ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ.
ვაქცინაცია მიმდინარეობს მესტიის საავადმყოფოში
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, 4 მაისიდან კოვიდ ვაქცინაცია სინოფარმზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ვაქცინაცია მიმდინარეობს მესტიის საავადმყოფოში (მის: ილია გაბლიანის №13). ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო...