25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
კომენდანტის საათი კვლავ ძალაშია
ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საბავშვო ბაღები ორშაბათიდან გაიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ.