სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 315 შემთხვევა გამოვლინდა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთში 315 შემთხვევა გამოვლინდა.

ირაკლი ღარიბაშვილი მესტიაში იმყოფებოდა

მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, რომელიც ჯამში 100 მილიონი ლარი ჯდება, 2023 წელს, უშგულის გზის მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, უხუცესებთან და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივებმა პრემიერ-მინისტრთან თეთნულდის კურორტის რეაბილიტაციის საჭიროებაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურის თქმით, კურორტ თეთნულდის რეაბილიტაცია...

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი

19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 883 570 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი. აღნიშნულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში 26 363 ადამიანი აიცრა. ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 58 ადამიანი.

ვიტორიო სელა და სვანეთი

იტალიელმა მოგზაურმა, მეცნიერმა და ფოტოგრაფმა ვიტორიო სელამ არაერთი ფოტო მიუძღვნა სვანეთს. ის იყო ერთ-ერთი პირველთაგანი უცხოელებს შორის, რომელმაც აღბეჭდა ფირზე ხალხური რელიგიური დღესასწაულები, სვანეთის ლანდშაფტები, ზვიადი მთები, კულტურული და რელიგიური ძეგლები და დღესასწაულები, ერთი სიტყვით, სვანეთის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალი. ფოტოხელოვანი სვანეთში ფირზე არა მარტო მთებს და კოშკებს, არამედ ადგილობრივ...

ჩაჟაში – თამარის საზაფხულო და საზამთრო რეზიდენცია

უშგულის თემი ხუთი სოფლისგან შედგება. ესენია: ჟიბიანი, ჩვიბიანი, ლამჯურიში, ჩაჟაში და მურყმელი. უშგულში სულ 40-მდე სვანური კოშკი, 8 ტაძარი, 87 მაჩუბი და 2 მუზეუმია.უშგული შხარას ძირში ენგურისა და ქვიშარის შესართავთან, 2200 მეტრზე მდებარეობს. სწორედ აქედან იღებს სათავეს მდინარე ენგური, რომელიც შემდგომში  სვანეთის მთელ ტერიტორიას გადის… თამარის საზაფხულო რეზიდენცია სოფელი ჩაჟაში სვანურად...

ლამარია

სვანები ღვთისმშობელს ლამარიას უწოდებენ. უშგულში, სოფელ ჟიბიანში, ეკლესიაც აუშენებიათ მის სახელზე. ეკლესია ირგვლივ ზღუდე შემოვლებულია და გამაგრებულია კოშკით. ამ ზღუდეს ორი შესასვლელი კარი აქვს, ერთი მათგანი რკინით არის შეჭედილი. ეზოში ბოძზე კიდია ორი ზარი. თვითონ ეკლესია ქვისგანაა აშენებული. საკურთხეველი გარეთ გამოდის სამწახნაგოვანად. როგორც წყარო იუწყება: "ლამარიას ეკლესია მოხატული იყო. ეკლესიაში...

თავისუფალი სვანეთი

ტერმინი "თავისუფალი სვანეთი", როგორც ვიკიპედია წერს, ზემო სვანეთის უბატონო თემებისათვის, მეფის რუსეთის ადმინისტრაციის მიერ პირობითად შერქმეული სახელწოდებაა და გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1853 წელს ზემო სვანეთი მეფის რუსეთის ხელისუფლებას დაემორჩილა. თავისუფალი სვანეთის ცენტრია სოფელი ლალხორი და ტერიტორიულად მოიცავდა მდინარე ენგურის ზემო დინების აღმოსავლეთ ნაწილს, ბალის ქედიდან უშგულის ჩათვლით, ლატალის, ლენჯერის, მულახის, მულაჟის, იელის, წვირმის, იფარის, ადიშის, კალისა და უშგულის თემებს. სვანეთის ამ ნაწილში ცხოვრობდნენ (ან რეზიდენცია ჰქონდათ) სვანეთის ერისთავები — ფარჯანიანი,...