ერეკლე საღლიანი წმინდა ნინო ფარავნის წყალს ნისლის ჯარითფარავს წმინდა ქალწული.მოდის, უძღვის წინ ხის ჯვარი,ვაზის ცრემლით ასხმული. გვერდზე გადგნენ თეთრი მთები.სანთლად იწვის მაშვრალი.მიწის ძახილს გრძნობენ თმები,თმები – ქარში გამშრალი. დრო, თვით სვავი, მყივარი დაბრუნავს, როგორც ფანტელი.თავზე ადგას მყინვარი დასულიწმინდის ნათელი. მივა მცხეთას, ავა წობენს,უფლის მადლის ტარებით,ჩვენს სიმშვიდეს სდარაჯობენსადაც ზეცის კარები. ტალანებში...