20-23 ოქტომბერს მესტიაში ,,კლდის ვეფხვად,, წოდებული სახელოვანი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის ტრადიციული ღია საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა მეკლდეურობაში (სპორტულ ცოცვაში). მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიხეილ ხერგიანის სახელობის მემორიალი მესტიაში უკვე 12 წელია ტარდება და მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მეკლდეურები. წელს შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს კლუბი პროქლაიმბის, თბილისის, ნიქოზის და მესტიის მეკლდეურთა...