მასწავლებლის "ეროვნული ჯილდოს" კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. შერჩეულ 10 მასწავლებელს შორის არის გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი. ბატონი გიორგი ასევე პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელია...