საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 4351 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.81%, ბოლო შვიდი დღის – 7.36%. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 324 შემთხვევა, აჭარა – 120, იმერეთი – 133,...
საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 4 905 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი. ქვეყანაში ჩატარდა 16 149 ტესტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო 7 დღის – 8,19%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 565 957 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 519 673 გამოჯანმრთელდა, 7 867 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია 1 326 033 ადამიანი, დღიურად აცრილია...
კორონავირუსით მესტიის მცხოვრები გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სმახრაეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 180 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 55 ადამიანი. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 41 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა ‘ბომონდში” იმყოფება 47 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3...
14 აგვისტოდან, საქართველოში, სამკვირიანი პანდემიაშეზღუდვები წესდება
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების...
საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.
მთავრობა პანდემიის ჯარიმების გაუქმებას გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან. "დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისსხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და...
მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით (სინოფარმი) დღეს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა. „იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წაინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება....
ვაქცინაცია მიმდინარეობს მესტიის საავადმყოფოში
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, 4 მაისიდან კოვიდ ვაქცინაცია სინოფარმზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ვაქცინაცია მიმდინარეობს მესტიის საავადმყოფოში (მის: ილია გაბლიანის №13). ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო...
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა-20, იმერეთი-51, ქვემო ქართლი-8, შიდა ქართლი-14, გურია – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი-18, კახეთი-20, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი-1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-2.
დღეიდან, სამთო კურორტები იხსნება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტები იხსნება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 8 მარტიდან გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროებიც.