სვანური სამგლოვიარო სიმღერა - მოთქმაა, ის სვანეთის ეთნოგრაფიის ყოფამ დღემდე უნაკლოდ და სახეუცვლელად შემოინახა. ზარს დაკრძალვის დღეს ოჯახში, შემდეგ სასაფლაოზე ასრულებს ზარის მომღერალთა გუნდი. სვანური ზარი არის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ერთეული, რომელიც ჯერ კიდევ, თანამედროვე ყოფაში გვხვდება. არსებობენ მისი ცოცხალი მატარებელნი (შემსრულებლები), მაგრამ შესაძლებელია გაქრობის საფრთხე დაემუქროს, ამიტომ პრევენციული ზომების გასატარებლად სვანურ...