საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2021 წლის 15 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით Facebook-ზე 80 ათასი ლარის რეკლამის განთავსებას გეგმავს. უწყება შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში უთითებს, რომ მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ დაინტერესებული ჯგუფებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. “იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე “ფეისბუკის”, აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის...