1876 წლის 27 აგვისტოს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო და დაანგრია სოფელი ხალდე, აჯანყებულ სვანთა სიმაგრე. ამ აჯანყებიდან 145 წელი გავიდა. ანტიკოლონიური აჯანყება, მიმართული ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ, დაიწყო მიწების გაზომვასთან დაკავშირებით, როდესაც სვანეთის მოსახლეობა დარწმუნდა, რომ მეფის მთავრობა ახალი გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულების შემოღებას აპირებდა. 1875 წლის ივნისში, მეფის რეჟიმითა და...