გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, აიკრძალა მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორაციით, 16 აპრილის 20:50 სთ-იდან 17 აპრილის 09:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.