საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ....
საქართველო პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებს ხსნის
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. “სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი...
მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით (სინოფარმი) დღეს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა. „იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წაინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება....
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა-20, იმერეთი-51, ქვემო ქართლი-8, შიდა ქართლი-14, გურია – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი-18, კახეთი-20, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი-1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-2.