საქართველოში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 838 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო შვიდი დღის – 7.21%, ბოლო 14 დღის – 7.46%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 589 727 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 554 618 გამოჯანმრთელდა, 8 390 კი გარდაიცვალა.