სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. მესტიის მუნიციპალიტეტში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი 42 ობიექტში განახორციელეს. "გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა, მათ შორის, 3 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ხოლო 7 ობიექტში აღინიშნა ვადაგასული სურსათის (ტკბილეული, რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები) განთავსების...