- მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მაიზერ ჯაფარიძემ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს ანგარიშვალდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში, გააუმჯობესოს ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდება ადგილობრივ დონეზე და მხარი დაუჭიროს ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.
ღონისძიება გახსნეს USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილემ, დევიდ ჰოფმანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, კევინ მაკლოკლინმა.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.