- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ჩატარდა გენიალური სვანი მსახიობის, ლეო ფილფანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პერფორმანსი, “რადგან ყველა ომი ტყუილია”.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება შექმნა ლეო ფილფანის შვილიშვილმა, მსახიობმა, ნინო ფილფანმა და მიუძღვნა ის ბაბუის 88 წლის იუბილეს.
ღონისძიებში მონაწილეობდნენ მესტიელი ახალგაზრდები.
ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად აღინიშნება.