- ფოტოგრაფისა და ალპინისტის გურამ თიკანაძის 90 წლის თარიღის აღსანიშნავად, ლატალის გურამ თიკანაძის სახელობის სპორტული კომპლექსის საგამოფენო სივრცეში, ფოტოხელოვანის უნიკალური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებაზე, გურამ თიკანაძის მეგობრებმა და გულშემატკივრებმა ისაუბრეს მის განვლილ ცხოვრებასა და ღვაწლზე.
საკონცერტო ნაწილში მესტიის ფოლკლორული ანსამლი “რიჰო” წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე.
შეგახსენებთ, რომ გურამ თიკანაძე 30 წლის ასაკში, 1963 წლის 27 აგვისტოს, ტრაგიკულად დაიღუპა მწვერვალ შხარადან დაშვების დროს.